
ამერიკის კიბოს კვლევის ინსტიტუტი (AICR), რომელიც მსოფლიოში წამყვანი კვლევითი დაწესებულებაა, კიბოს პრევენციის 10 რეკომენდაციას გასცემს:

შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა;
მაქსიმალურად მოერიდეთ ასაკში წონის მომატებას, რადგან კავშირი სხეულის ცხიმსა და კიბოს განვითარების რისკს შორის ბოლო წლების კვლევებით დასტურდება.

იყავით ფიზიკურად აქტიური;
ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში ამცირებს კიბოს განვითარების/რეციდივისა და მრავალი ქრონიკული დაავადების რისკს, გეხმარებათ ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში. რეკომენდებულია კვირის განმავლობაში მინიმუმ 150 წუთი დაუთმოთ ვარჯიშს, სიარულს, ცურვას ან ნებისმიერ სხვა აქტივობას.

მიიღეთ მრავალფეროვანი საკვები;
უპირატესობა მიანიჭეთ მსხვილმარცვლოვან პროდუქტებს, ეცადეთ ყოველდღიურად მიირთვათ მრავალფეროვანი ბოსტნეული, ხილი და პარკოსნებით მდიდარი საკვები.

შეზღუდეთ „ სწრაფი კვების“ (fast food) და სხვა დამუშავებული, ცხიმებით, სახამებლით ან შაქრით მდიდარი საკვების მიღება, რაც დაგეხმარებათ ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში;

შეზღუდეთ გადამუშავებული(პროცესირებული) ხორცის (ძეხვი, სოსისი, შაშხი და ა.შ) და ასევე დიდი რაოდენობით წითელი ხორცის მოხმარება;
წითელი ხორცი (როგორიცაა საქონლის, ღორისა და ცხვრის ხორცი) მიიღეთ ზომიერად, კვირაში არაუმეტეს 500 გრამისა.

მოერიდეთ შაქრიან და გაზიან სასმელებს;

შეზღუდეთ ალკოჰოლის მოხმარება;
კიბოს პრევენციისთვის საუკეთესო არჩევანია საერთოდ არ დალიოთ ალკოჰოლი. დღეში ერთი პატარა ჭიქა ალკოჰოლიც კი ზრდის მინიმუმ ექვსი ექვსი ტიპის კიბოს განვითარების რისკს.

თვითნებურად არ გამოიყენოთ საკვები დანამატები;

მხოლოდ დედებისთვის: თუ შესაძლებელია უპირატესობა მიანიჭეთ ძუძუთი კვებას;
ძუძუთი კვება სასარგებლოა როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის. მას შეუძლია შეამციროს ძუძუს კიბოს განვითარების რისკიც.

მაქსიმალურად დაიცავით რეკომენდაციები;
ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კიბოს დიაგნოზის შემდეგ.
გამოყენებული წყარო: