საქართველოში სიმსივნის დიაგნოზს ხშირად თან ახლავს სტიგმა და დეზინფორმაცია, რაც პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დამატებით ემოციურ და ფსიქოლოგიურ ტვირთს ქმნის. ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომლის დროსაც სანდო და გასაგები ინფორმაციის ქონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია ცნობიერების ამაღლება ონკოპაციენტებისა და მათი ახლობლებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ მხარდაჭერა და ცოდნა მკურნალობისა და გამოჯანმრთელების ყველა ეტაპზე. გვერდზე განთავსდება სტატიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა მკურნალობის პროცესი, კვება, რეაბილიტაცია, სტრესთან გამკლავება, ვარჯიშის როლი, სამედიცინო კლიმაქსი, ფერტილობა და ახალგაზრდა ონკოპაციენტების მხარდაჭერა. ყველა მასალა ეფუძნება სანდო სამედიცინო წყაროებს და ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ენაზე. გვერდის ავტორები ვართ ახალგაზრდა ონკოპაციენტები, რომლებმაც თავად გავიარეთ ეს გზა და გვჯერა, რომ ცოდნა და გადამოწმებული ინფორმაცია პაციენტისთვის მნიშვნელოვანი ძალაა.